ავტორიზაცია

ბოლო გაჩერება - მერებაშვილის ახალი გუნდი პრაქტიკულად ცნობილია

ბოლო გაჩერება - მერებაშვილის ახალი გუნდი პრაქტიკულად ცნობილია
თარიღი 20 მაი 2021, 10:58

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მერებაშვილმა პლოცკის "ვისლა" უკვე დატოვა, თუმცა უგუნდოდ ყოფნას ის არ აპირებს.

Informer.rs-ის ცნობით, ქართველი შემტევი უდიდესი ალბათობით დაბრუნდება "ვოივოდინაში", რომლის შემადგენლობაში ის 2010-2012 წლებში თამაშობდა.

მოლაპარაკებების პროცესი თბილისის "დინამოს" აღზრდილსა და ნოვი სადელებს შორის შესულია დასკვნით ფაზაში, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა.

არსებობს მოსაზრება, რომ 34-წლის ვინგერისთვის კარგად ნაცნობი სერბული გუნდი კარიერაში უკანასკნელი გაჩერება იქნება.

შეგახსენებთ, "თეთრ-წითლებში" თამაშის პერიოდში მერებაშვილმა მოახერხა 53 შეხვედრის ჩატარება და 11 გოლის გატანა.

ამის გარდა, ქართველ გარემარბს პერიოდულად იძახებდნენ ეროვნულ ნაკრებშიც და 2008-2019 წლებში მან 32 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

VIDEO: მერებაშვილი GTA-ს ვერ მოესწრო - ვისლას კრეატიული ვიდეო ლეგენდარული თამაშის სტილში

გიორგი მერებაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა და ლევანდოვსკის გაატანინა