ავტორიზაცია

მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნებული კოხრეიძე საკაცით გაიყვანეს [VIDEO]

თარიღი: 20 მაი 2021, 20:30

საქართველოს თასის 1/8 ფინალში ერთმანეთს "საბურთალო" და გორის "დილა" დაუპირისპირდნენ.

მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

სამწუხარო კი ისაა, რომ მძიმე ტრავმიდან ახლადდაბრუნებულმა გიორგი კოხრეიძემ კვლავ ტრავმა მიიღო.

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

კოხრეიძის ტრავმის სიმძიმეზე GOAL.GE უახლეს ინფორმაციას მოგაწვდით.

გიორგი კოხრეიძე ესპანეთშია - ოპერაციამ წარამტებით ჩაიარა