ავტორიზაცია

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი სამტრედიაში ითამაშებს

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი სამტრედიაში ითამაშებს
თარიღი 21 მაი 2021, 13:57

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი გიორგი მჭედლიშვილი კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, მჭედლიშვილი უკვე კლუბთან ერთად ვარჯიშობს და მომდევნო თვიდან ამ გუნდში თამაშიც შეეძლება.

საქმე იმაშია, რომ სატრანსფერო ფანჯარა ივნისში იხსნება, მანამდე კი მჭედლიშვილს თამაშის უფლება არ აქვს, რადგან წელს "სამგურალის" ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიშვილი იმ "სამტრედიაში" თამაშობდა, რომელიც ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი სათამაშოდ ლატვიის ჩემპიონატში წავიდა.

ბოლო პერიოდში, მას წყალტუბოში დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და კლუბიც ამიტომ დატოვა.

რატომ დასაჯეს სამტრედია ცარიელი ტრიბუნებითა და ფულადი ჯარიმით?

დინამო ბათუმმა 10-კაციან სამტრედიას მარტივად მოუგო