ავტორიზაცია

მესი ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩს გამოტოვებს

მესი ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩს გამოტოვებს
თარიღი 21 May 2021, 15:11

„ბარსელონას“ ლიდერი, ლიონელ მესი, ლა ლიგის 38-ე ტურის მატჩს გამოტოვებს.

არგენტინელი ფეხბურთელი „ეიბარის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რისი უფლებაც პირადად გუნდის მთავარი მწვრთნელისგან, რონალდ კუმანისგან მიიღო.

აღნიშნულ შეხვედრას „ბარსასთვის“ მნიშვნელობა აღარ აქვს, გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა, ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ სეზონში მონაწილეობა კი უკვე განაღდებული აქვს. თავის მხრივ, მოტივაცია აღარ გააჩნია არც „ეიბარს“, რომელიც ოფიციალურად არის გავარდნილი სეგუნდა დივიზიონში.

გავრცელებული ინფორმაციით, მესი საკუთარ მომავალზე ოჯახის წევრებთან ერთად ფიქრობს. Le Parisien წერს, რომ ლეოს მამა და ძმა კარიერის „პსჟ-ში“ გაგრძელებას ურჩევენ.