ავტორიზაცია

ბორუსიას დროებითმა მწვრთნელმა პრემიერ ლიგის სამი გუნდის ყურადღება მიიპყრო

ბორუსიას დროებითმა მწვრთნელმა პრემიერ ლიგის სამი გუნდის ყურადღება მიიპყრო
თარიღი 21 მაი 2021, 16:51

„ბორუსია დორტმუნდის“ დროებითმა მწვრთნელმა, ედინ ტერზიჩმა, პრემიერ ლიგის სამი გუნდის ყურადღება მიიპყრო.

Bild-ის ინფორმაციით, 38 წლის სპეციალისტის დანიშვნის ვარიანტს „ტოტენჰემი“, „კრისტალ პალასი“ და „ნიუკასლი“ განიხილავენ.

თებერვალში ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის ბოლოს „ფუტკრების“ მთავარი მწვრთნელი მარკო როზე გახდება, რომელიც ამჟამად გლადბახის „ბორუსიას“ უდგას სათავეში.

ტერზიჩის ხელმძღვანელობით, რომელიც „ბორუსიას“ მწვრთნელის თანამდებობას დროებით იკავებდა, გერმანულმა გუნდმა თასის მოგება მოახერხა. გარდა ამისა, „ყვითლებმა“ ბუნდესლიგაში კარგი სერია გამოაცხვეს, ამჟამად მე-3 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაც განაღდებული აქვთ.