ავტორიზაცია

მეოთხე მსურველი - აბრაჰამი ჩელსიდან წასვლასთან ახლოსაა

მეოთხე მსურველი - აბრაჰამი ჩელსიდან წასვლასთან ახლოსაა
თარიღი 21 მაი 2021, 16:53

„ჩელსის“ თავდამსხმელი, ტემი აბრაჰამი, გუნდიდან წასვლასთან ახლოსაა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელით „ლესტერი“ ინტერესდება. თანაც, „მელიები“ უკვე მეოთხე გუნდი არიან, რომლებმაც აბრაჰამის საკუთარ გუნდში ხილვის სურვილი გამოთქვეს.

გარდა „ლესტერისა“, ტემის შეძენის სურვილი „ვესტ ჰემმა“, „ასტონ ვილამ“ და „ნიუკასლმაც“ გამოთქვეს.

როგორც ირკვევა, „ჩელსი“ მზადაა აბრაჰამი გაუშვას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ 46 მილიონ ევროს მიიღებს.

მას შემდეგ, რაც „ჩელსი“ თომას ტუხელმა ჩაიბარა, აბრაჰამს უფრო და უფრო ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა. ამ სეზონში მან 22 მატჩში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.