ავტორიზაცია

ოფიციალურად: ნუნო ეშპირიტუ სანტუ სეზონის ბოლოს ვულვზს დატოვებს

ოფიციალურად: ნუნო ეშპირიტუ სანტუ სეზონის ბოლოს ვულვზს დატოვებს
თარიღი 21 მაი 2021, 17:22

„ვულვერჰემპტონმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნუნო ეშპირიტუ სანტუს წასვლის შესახებ გამოაცხადა.

38-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ვულვზის“ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება, პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ამ გუნდის სათავეში ბოლო გამოდგება.

შეხვედრა სტადიონ „მოლინაზე“ 23 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

ნუნო ეშპირიტუ სანტუ „ვულვზს“ 2017 წელს ჩაუდგა სათავეში, იქამდე კი „პორტუს“, „ვალენსიას“ და „რიუ ავეს“ჭ ვრთნიდა. მასთან ერთად, „მგლები“ პირვლეივე სეზონში ავიდნენ ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში და იქ თავის დამკვიდრება მოახერხეს.

„ვულვერჰემპტონის“ განცხადებაში წერია, რომ მწვრთნელი კონტრაქტს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წყვეტს.