იბრა, ტერ შტეგენი და სხვები - ცნობილი ტოპ-ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ
ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ბევრმა ნაკრებმა უკვე გამოაქვეყნა ჩემპიონატისთვის გაფართოებული განაცხადი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ გარკვეული ცნობილი ფეხბურთელები ტურნირს ტრავმების გამო გამოტოვებენ.
მარკ ანდრე ტერ შტეგენი (გერმანიის ნაკრები)
იმის შესახებ, რომ „ბარსელონას“ მეკარე ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია. გულშემატკივრებს ეს პირადად მარკ-ანდრემ შეატყობინა, რომელმაც „ინსტაგრამში“ პოსტი გამოაქვეყნა.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ ექიმებმა მას მუხლზე დამატებითი ოპერაციის გადატანა ურჩიეს. მის არყოფნაში, ბუნდესნაკრებში ნოიერის შემცვლელის როლს ბერნდ ლენო მოირგებს.
ვირჯილ ვან დეიკი (ჰოლანდიის ნაკრები)
„ლივერპულის“ მცველმა ამ სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩ ჩაატარა, რისი მიზეზიც ჯვარედინი მყესების გაწყვეტაა - ტრავმა, რომელიც მან 2020 წლის ოქტომბერში მიიღო და დღემდე არ მომჯობინებულა.
ვან დეიკი აქტიურად ცდილობდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მომჯობინებას, მაგრამ დაჩქარებამს აქმე გაურთულა და აპრილი-მაისის ნაცვლად, მისი დაბრუნება ახალ სეზონამდე გადაიდო.
ანსუ ფატი (ესპანეთის ნაკრები)
საუბრები იმაზე, რომ „ბარსელონას“ ახალგაზრდა შემტევს კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდება, დიდი ხნის მანძილზე ვრცელდებოდა. 2020 წლის ნოემბერში „ბეტისთან“ მატჩში ფატიმ მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო და თითქოს, 4 თვე უნდა გამოეტოვებინა. თუმცა, მკურნალობამ სასურველი შედეგი არ გამოიღო და განმეორებითი ოპერაცია გახდა საჭირო, რის გამოც ანსუ ევროპის პირველობას გამოტოვებს.
კშიშტოფ პიონტეკი (პოლონეთის ნაკრები)
ფორვარდი ევროზე ტერფის მოტეხილობის გამო ვერ ითამაშებს, ეს უბედური შემთხვევა მას 12 მაისს გადახდა. კშიშტოფმა შესარჩევი ეტაპი ჩინებულად ჩაატარა (6 მატჩში 4 გოლი), თუმცა ის, რომ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, უკვე თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელშიც დაადასტურა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთის ნაკრები)
ამ სეზონში ლეგენდარულმა იბრამ მეტოქეები გოლებით კვლავ დაამწუხრა, მაგრამ თავადაც ხშირად წვალდებოდა, ძირითადად ტრავმების გამო. ზლატანმა ჯამურად სერია ა-ს 17 მატჩი გამოტოვა.
მიუხედავად ამისა, ფორვარდმა „მილანს“ დიდი სარგებელი მოუტანა და 19 მატჩში 15 გოლი და ორი ასისტი მიითვალა.
მარკო როისი (გერმანიის ნაკრები)
ევროპის ჩემპიონატის გარეშე რჩება მარკო როისიც, რის შესახებაც თავად ფეხბურთელმა დაადასტურა. „რთული და დამღლელი სეზონის შემდეგ, მე და იოაჰიმ ლიოვმა გადავწყვიტეთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.“ - აღნიშნა გერმანელმა ფეხბურთელმა.
ჯორდან ჰენდერსონი (ინგლისის ნაკრები)
თებერვალში „ლივერპულის“ კაპიტანმა საზარდულის ტრავმა მიიღო და მოედანზე მას შემდეგ არ გამოჩენილა.
„ჰენდოს სიტუაცია ვან დეიკისგან განსხვავდება. ახლა ის არც თამაშობს და ვერც სრულფასოვნად ვარჯიშობს, მაგრამ გადაწყვეტილება საუთგეიტმა და თავად ჯორდანმა უნდა მიიღოს. ვფიქრობ, შანსები არის, მაგრამ არც ისე დიდი.“ - აღნიშნა გერმანელმა.