ავტორიზაცია

კუმანი: "ბოლო დროს ხელმძღვანელობისგან ნდობას ვერ ვგრძნობდი, თუ ახალი მწვრთნელია საჭირო - უნდა თქვა"

კუმანი: "ბოლო დროს ხელმძღვანელობისგან ნდობას ვერ ვგრძნობდი, თუ ახალი მწვრთნელია საჭირო - უნდა თქვა"
თარიღი 21 May 2021, 18:20

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, კლუბის მხრიდან ნდობაზე ისაუბრა.

„სეზონის დასკვნით მონაკვეთში, კლუბის მხრიდან ნდობას ვერ ვგრძნობდი. მე საკუთარ მომავალზე არაფერი მითხრეს. გასაგებია, რომ ბოლოდროინდელი შედეგები ეჭვებს იწვევს და ვხვდები, რომ ეს ყველაფერი გარდაუვალ ცვლილებებს გამოიწვევს.

თუ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ახალი მწვრთნელი ან ფეხბურთლებია საჭირო, ეს სრულიად ნორმალურია, მაგრამ ამის შესახებ პირადადაც უნდა მითხრან.

ვფიქრობ, საკუთარ მწვრთნელს და ფეხბურთელებს უფრო პატივისცემით უნდა მიეპყრო. რამდენადაც ვხვდები, ბოლოდროინდელი ინფორმაციები მოთამაშეებსაც აწუხებთ. ისინი ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ბევრი რამ სხვანაირად უნდა გაკეთდეს.“ - აღნიშნა კუმანმა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, კუმანს „ბარსა" უახლოეს პერიოდში თანამდებობას დაატოვებინებს და ახალ მთავარ მწვრთნელს დანიშნავს. სავარაუდოდ - ხავი ერნანდესს.