"აგენტმა გვკითხა, ხომ არ გვაინტერესებს ეს ფეხბურთელი", - სურს თუ არა ევერტონს ხვიჩას შეძენა?

„ევერტონის“ სპორტულმა დირექტორმა, მარსელ ბრანდსმა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე ისაუბრა.
„ეს ყველაფერი არის უბრალო ჭორები! უბრალოდ, აგენტმა გუშინ მოგვმართა კითხვით, ხომ არ გვაინტერესებს ეს ფეხბურთელი.“ - აღნიშნა ბრანდსმა.
პრემიერ ლიგის 23 მატჩში კვარაცხელიამ 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. „ევერტონის“ გარდა, მის მიმართ ინტერესს სხვადასხვა ევროპულ ტოპ-კლუბებსაც აწერენ.
ხვიჩას ყოფილი მწვრთნელის, იური სიომინის თქმით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ძალების ნიდერლანდების ნაკრებში მოსინჯვა მოუხდებოდა, რადგან იქ ფეხბურთელები დიდ ოსტატებად ყალიბდებიან.