ავტორიზაცია

მანჩესტერს ევროპა ლიგის ფინალში დაცვის ლიდერი გამოაკლდება

მანჩესტერს ევროპა ლიგის ფინალში დაცვის ლიდერი გამოაკლდება
თარიღი 21 მაი 2021, 18:51

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი, ჰარი მაგუაირი, ევროპა ლიგის ფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა.

„ის დადის, მაგრამ სიარულიდან სირბილამდე შორი გზაა. სიმართლე გითხრათ, არამგონია, რომ ის გდანსკში ვიხილოთ.

მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მას დროს სამშაბათამდე მივცემ, როცა ბოლო, მატჩისწინა ვარჯიში იქნება და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ამ მატჩში მონაწილეობას. ის ნელ-ნელა მჯობინდება, მყესებს კი აღსადგენად დრო სჭირდება.

ის ჩვენთვის გასახდელში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა და ნამდვილი ლიდერია. ასე რომ ის ჩვენთან ერთად იქნება განურჩევლად იმისა, ითამაშებს თუ არა.“ - აღნიშნა ნორვეგიელმა. 

მაგუაირმა „ასტონ ვილასთან“ 3:1 მოგებულ მატჩის ბოლომდე ჩამთავრება ვერ მოახერხა. ევროპა ლიგის ფინალი 26 მაისს, „მანჩესტერ იუნაიტედსა" და „ვილიარეალს" შორის გაიმართება.