ავტორიზაცია

ლესტერის კაპიტანი ზაფხულში კარიერას დაასრულებს

ლესტერის კაპიტანი ზაფხულში კარიერას დაასრულებს
თარიღი 21 მაი 2021, 21:56

"ლესტერის" კაპიტანმა უეს მორგანმა სეზონის დასრულების შემდეგ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა, იუწყება კლუბის პრესსამსახური.

"მელიების" რიგებში 37 წლის ფეხბურთელი 2012 წლიდან ირიცხებოდა. გუნდის მაისურით საერთო ჯამში მას 324 მატჩი აქვს ჩატარებული და 14 გოლი გატანილი.

მორგანი 2016 წელსაც კაპიტანი იყო, როცა "ლესტერმა" ინგლისის ჩემპიონატი მოიგო.

ამ სეზონში ფეხბურთელმა 10 მატჩი ჩაატარა, ინგლისის თასზე "ჩელსისთან" მოგებული ფინალური მატჩის ჩათვლით.