ავტორიზაცია

ფუხსი სეზონის დასრულების შემდეგ ლესტერს დატოვებს

ფუხსი სეზონის დასრულების შემდეგ ლესტერს დატოვებს
თარიღი 21 მაი 2021, 21:59

"ლესტერის" მცველი, კრისტიან ფუხსი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.

აღნიშნულ ინფორმაციას "მელიების" პრესსამსახური ავრცელებს.

კლუბმა და 35 წლის ავსტრიელმა განშორება გადაწყვიტეს.

ფუხსი "ლესტერის" ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს. გუნდთან ერთად მან ინგლისის ჩემპიონატი და თასი მოიგო.