ავტორიზაცია

"დიახ, ამაზე ფიქრი დაწყებული გვაქვს", - მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატში სერიოზული ცვლილება იგეგმება

"დიახ, ამაზე ფიქრი დაწყებული გვაქვს", - მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატში სერიოზული ცვლილება იგეგმება
თარიღი 21 მაი 2021, 22:41

საუდის არაბეთმა ფიფას მიმართა შეთავაზებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩების რაოდენობა შემცირდეს, მაგრამ უფრო კომპეტენტური გახდეს.

საუდის არაბეთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ყოველ ორ წელიწადში საერთაშორისო მატჩების რაოდენობას შეამცირებს, მაგრამ მათ ფასს და აქტუალურობას გაზრდის. ამ შემოთავაზებას მხარი 166 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ დაუჭირა.

ამის შემდეგ, ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ აღიარა, რომ ორგანიზაციაში აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად დგას.

„დიახ, მსოფლიო ჩემპიონატის 4-ს ნაცვლად ყოველ 2 წელიწადში ჩატარების ვარიანტის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს.“ - აღნიშნა ინფანტინომ.

ჯერჯერობით, ზუსტი ფორმატი უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით, ამ ფორმატის დამტკიცების შემთხვევაში, ტურნირზე მონაწილეობის მიღება უფრო ნაკლებ ნაკრებს შეეძლება.