ავტორიზაცია

ჰავერცი: "ვიცი, რომ ჩემთვის ეს საუკეთესო სეზონი არ ყოფილა"

ჰავერცი: "ვიცი, რომ ჩემთვის ეს საუკეთესო სეზონი არ ყოფილა"
თარიღი 21 მაი 2021, 23:52

„ჩელსის“ ნახევარმცველმა, კაი ჰავერცმა გამოთქვა იმედი, რომ შემდეგ სეზონს ამჟამინდელზე უკეთესად ჩაატარებს.

„ვიცი, რომ ეს ჩემთვის რთული სეზონი იყო, არა საუკეთესო. მაგრამ, ვიცოდი, რომ ახალ ლიგასთან და ქვეყანასთან ადაპტირებისთვის რამდენიმე თვე დამჭირდება. 

ბოლო 2-3 თვეა თავს ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ. კარგად ვთამაშობ, გოლებს ვიტან და საგოლე გადაცემებს ვაკეთებ და სწორედ ასე მინდა გაგრძელება.

რა თქმა უნდა, ეს სეზონი საუკეთესო არ იყო, მაგრამ მე ყოველთვის მივდივარ ნაბიჯ-ნაბიჯ და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რათა გუნდს დავეხმარო. ვიცი, რომ უფრო მეტის მიღწევა შემიძლია და იმედია, მომავალ სეზონში ყველაფერი გამომივა.“ - აღნიშნა ჰავერცმა.

„ჩელსიმ" გერმანელი შემტევი გასულ ზაფხულს, „ლევერკუზენიდან", 80 მილიონ ევროდ დაიმატა.