ავტორიზაცია

"მჯერა და დიდი იმედი მაქვს", - რონალდუს ყოფილი გუნდი ეპატიჟება

"მჯერა და დიდი იმედი მაქვს", - რონალდუს ყოფილი გუნდი ეპატიჟება
თარიღი 22 მაი 2021, 16:30

ლისაბონის სპორტინგის პრეზიდენტმა, ფრედერიკო ვარანდასმა, იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღესაც, კრიშტიანუ რონალდუ მის გუნდში დაბრუნდება.

როგორც იცით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი სწორედ სპორტინგის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და მასში 2003 წლამდე ირიცხებოდა, საიდანაც მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა.

„მჯერა და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც, რონალდუ ჩვენს გუნდში დაბრუნდება. ის სპორტინგის დიდი ოჯახის ნაწილია.

კრიშტიანუ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ჩვენი გაჩემპიონობის შემდეგ, მილოცვები გამომიგზავნა. მას კონტრაქტით კიდევ ერთი წელი აქვს დარჩენილი, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. მისი დაბრუნება ისტორიული მოვლენა გახდებოდა.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რონალდუს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლაზე ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი იწერება. ამჟამად, პრესა მას ყველაზე აქტიურად მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირებს. ეს საუბრები კიდევ უფრო მეტად მოიმატებს, თუ ტურინული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოახერხებს გასვლას.