ავტორიზაცია

ჰოლანდის დუბლი, როისის გოლი - დორტმუნდმა ჩემპიონატი ლევერკუზენის დამარცხებით დაასრულა [VIDEO]

ჰოლანდის დუბლი, როისის გოლი - დორტმუნდმა ჩემპიონატი ლევერკუზენის დამარცხებით დაასრულა [VIDEO]
თარიღი 22 მაი 2021, 19:28

გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „დორტმუნდმა“ შინ „ლევერკუზენს“ 3:1 მოუგო.

მატჩში დუბლით თავი ერლინგ ჰოლანდმა გამოიჩინა, რომელმაც გოლები მე-5 და 84-ე წუთებზე გაიტანა.

შუალედში, „ფარმაცევტების“ კარის აღება მარკო როისმაც მოახერხა. გამანადგურებელი ანგარიშისკენ  კი „ბაიერი“ ლარს ბენდერმა, 90-ე წუთზე გატანილი გოლით იხსნა.

ამრიგად, „დორტმუნდმა“ 64 ქულა დააგროვა და ბუნდესლიგა მესამე ადგილზე დაასრულა, „ლევერკუზენი“ კი 52 ქულით მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.