ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი საუთჰემპტონის თავდამსხმელით ინტერესდება

მანჩესტერ იუნაიტედი საუთჰემპტონის თავდამსხმელით ინტერესდება
თარიღი 22 მაი 2021, 20:30

"მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონის" თავდამსხმელ დენი ინგსით ინტერესდება, იუწყება The Telegraph.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნები" 28 წლის ინგლისელის დამატების შესაძლებლობას იმ შემთხვევისთვის განიხილავენ, თუ "ტოტენჰემის" ფორვარდ ჰარი კეინის ტრანსფერს ვერ გაჩარხავენ.

2020/21 წლების სეზონში ინგსმა "წმინდანების" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "საუთჰემპტონის" ფორვარდის სატრანსფერო ფასი 22 მილიონ ევროს შეადგენს.