ავტორიზაცია

ჩელსი მონაკოს ნახევარმცველს უმიზნებს

ჩელსი მონაკოს ნახევარმცველს უმიზნებს
თარიღი 22 მაი 2021, 20:34

"მონაკოს" ნახევარმცველი, ორელიენ ტშუამენი შეიძლება "ჩელსიში" გადავიდეს, წერს Goal.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბი 21 წლის ფრანგს აკვირდება და მზად არის შეთავაზება გააკეთოს.

როგორც აღინიშნება, "მონაკო" ფეხბურთელს იმ შემთხვევაში შეელევა, თუ 40 მილიონ ევროიან წინადადებას მიიღებს.

2020/21 წლების სეზონში ტშუამენიმ მონაკოელთა რიგებში 41 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.