ავტორიზაცია

ტოტენჰემი შესაძლოა გატუზომ გაწვრთნას

ტოტენჰემი შესაძლოა გატუზომ გაწვრთნას
თარიღი 22 მაი 2021, 21:00

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ შეიძლება "ტოტენჰემი" ჩაიბაროს.

როგორც CalcioNapoli24 იტყობინება, ლონდონელთა პრეზიდენტი, დენიელ ლევი 43 წლის იტალიელის დიდი თაყვანისმცემელია.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა გატუზოს "ნაპოლისთან" ამ ზაფხულს ეწურება.

"ნაპოლიმდე" ჯენარო "მილანს" ედგა სათავეში. აგრეთვე, მას შვეიცარიული "სიონი", "პალერმო", "ოფი" და "პიზა" გაუწვრთნია.

ამ სეზონში "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგაში ბოლო ტურის წინ 59 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.