ავტორიზაცია

ტოტენჰემი დორტმუნდის მწვრთნელის მიწვევის ვარიანტსაც განიხილავს

ტოტენჰემი დორტმუნდის მწვრთნელის მიწვევის ვარიანტსაც განიხილავს
თარიღი 22 მაი 2021, 21:04

"ტოტენჰემი" ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.

როგორც Bild იტყობინება, ლონდონური კლუბი "დორტმუნდის" ამჟამინდელ თავკაც ედინ ტერზიჩთან კონტრაქტის გაფორმებითაა დაინტერესებული.

აგრეთვე, აღინიშნება, რომ გერმანელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს "კრისტალ პალასი" და "ნიუკასლიც" აწარმოებენ.

"ტოტენჰემი" 37 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 59 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.