ავტორიზაცია

ადამა ტრაორე ვულვერჰემპტონთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

ადამა ტრაორე ვულვერჰემპტონთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა
თარიღი 22 May 2021, 21:06

"ვულვერჰემპტონის" თავდამსხმელი, ადამა ტრაორე მზად არის კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, წერს Goal.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ესპანელი "მგლებთან" გრძელვადიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, მიუხედავად "ლივერპულის", "მანჩესტერ სიტისა" და "ბარსელონას" ინტერესისა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ტრაორეს 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

2020/21 წლების სეზონში ადამამ "ვულვერჰემპტონის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.