ავტორიზაცია

ლამპარდმა კრისტალ პალასის გაწვრთნა იუარა

ლამპარდმა კრისტალ პალასის გაწვრთნა იუარა
თარიღი 22 მაი 2021, 21:19

ფრენკ ლამპარდმა "კრისტალ პალასის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა, წერს Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის ინგლისელის ვარაუდით, "არწივებს" დიდი რესტრუქტურიზაცია ელით, რამაც მომდევნო სეზონში შესაძლოა გუნდის პრემიერ ლიგიდან გავარდნა გამოიწვიოს.

ლამპარდმა "კრისტალ პალასს" აცნობა, რომ გუნდის ჩაბარებას არ აპირებს.

ბოლოს ფრენკი "ჩელსის" ედგა სათავეში, საიდანაც 2021 წლის იანვარში დაითხოვეს.

"კრისტალ პალასს" ამჯამად როი ჰოჯსონი უდგას სათავეში. 73 წლის სპეციალისტი კლუბს 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და კარიერასაც დაასრულებს.