ავტორიზაცია

ლაციო ინძაგის შემცვლელად გატუზოს კანდიდატურას განიხილავს

ლაციო ინძაგის შემცვლელად გატუზოს კანდიდატურას განიხილავს
თარიღი 22 მაი 2021, 21:38

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ შესაძლოა "ლაციო" ჩაიბაროს.

რომაული კლუბის მფლობელი, კლაუდიო ლოტიტო ამჟამინდელ თავკაცს, სიმონე ინძაგის ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, იუწყება იტალიელი სპეციალისტი, ნიკოლო სკირა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა გატუზოს "ნაპოლისთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

2020/21 წლების სეზონში ჯენაროს შეგირდები სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 37 ტურში მოპოვებული 76 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ.