ავტორიზაცია

სუარესი ლა ლიგის მოგებაზე: "მესი ჩემ გამო გახარებული იქნება, რადგან მეგობრები ვართ"

სუარესი ლა ლიგის მოგებაზე: "მესი ჩემ გამო გახარებული იქნება, რადგან მეგობრები ვართ"
თარიღი 23 მაი 2021, 00:03

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ლა ლიგის მოგების შემდეგ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ჩაიარა ტრიუმფალურმა სეზონმა.

"ატლეტიკომ" ბრწყინვალე წელი ჩაატარა, მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც ლა ლიგაში ზოგჯერ გვექმნებოდა. ყველაზე სტაბილურები ვიყავით. ამიტომაც, ჩემპიონები გავხდით".

"პირველ წრეში ჩვენი შედეგები გამორჩეული იყო, მაგრამ ის, რომ შემდეგ ქულების დაკარგვა დავიწყეთ, ესეც ნორმალურია".

"მესი ჩემ გამო გახარებული იქნება, რადგან მეგობრები ვართ. ლეომ წარმატებები მისურვა და მითხრა, რომ ამას ვიმსახურებ", - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს AS.

VIDEO: "ბარსელონამ არ დამაფასა", - ლა ლიგის მოგების შემდეგ, სუარესი ატირდა