ავტორიზაცია

ფული ვერა, მაგრამ მუზეუმი და ტკბილეული - ბუფონმა უცნაური შემოთავაზება მიიღო

ფული ვერა, მაგრამ მუზეუმი და ტკბილეული - ბუფონმა უცნაური შემოთავაზება მიიღო
თარიღი 23 მაი 2021, 10:13

პორტუგალიურმა „ბელენენსეშმა“, ჯანლუიჯი ბუფონს უცნაური კონტრაქტი შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის ლეგენდარული იტალიელი გოლკიპერი, „იუვენტუსს“ ამ სეზონის ბოლოს ტოვბეს და მისი კარიერის გაგრძელება დამოკიდებული იქნება შემოთავაზებულ ვარიანტებზე.

„როგორც გავიგეთ, თქვენ ახალი გამოწვევის ძიებაში ხართ და რაღაც „სიგიჟის და მასტიმულირებლის“ ძიებაში იმყოფებით. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რაღაც დიდებული შემოგთავაზოთ: რას ფიქრობთ, რომ ლისაბონში გადმობარგდეთ და ჩვენს ადგილას, ანუ პირველ ლიგაში დაგვაბრუნოთ? მოკრძალებულები, რეალისტურები და გულწრფელები ვართ.

ფულს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ დიდ გამოწვევას ჩაეჭიდოთ, რომლის მიღებაც მხოლოდ ცოცხალ ლეგენდებს შეუძლიათ, ისეთს, როგორიც თქვენ ხართ. ფეხბურთის ისტორიაში ისედაც საპატიო ადგილს იკავებთ, მაგრამ ახლა ოლიმპზე ასვლის საშუალება გეძლევათ.

კონტრაქტში აუცილებლად ჩავდებთ ხელოვნების, არქიტექტურისა და ტექნოლოგიების მუზეუმის ერთწლიან აბონიმენტს. გარდა ამისა, შესაძლებლობას მოგცემთ, კვირაში ერთხელ ეწვიოთ ავტობუსების მუზეუმს, ბელენის შენობას და ჟერონიმუშის მონასტერს. 

კონტრაქტი ასევე გაითვალისწინებს პორტუგალიური ტკბილეულის ყოველკვირეულ შეკვრას, რომლის მირთმევაც საკუთარი დიეტის დაცვით შეგეძლებათ. შესაძლებლობა გექნებათ იცხოვროთ სტადიონ „რესტელოდან“ რამდენიმე მეტრში. თქვენი ოჯახისთვის პირადი ლოჟა გექნებათ.“ - წერია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.