VIDEO: დასაფასებელი საქციელი - დორტმუნდის მეკარემ ბენდერს მის უკანასკნელ მატჩში პენალტი გაატანინა
ტყუპებმა ლარს და სვენ ბენდერებმა კარიერა დაასრულეს.
მათთვის უკანასკნელი მატჩი ლევერკუზენმა დორტმუნდის „ბორუსიას“ წინააღმდეგ გამართა და 1:3 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ლარს ბენდერმა გაიტანა, რომელიც მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა.
მატჩის მიწურულს „ფარმაცევტებმა“ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს და ბურთთან ლარს ბენდერი მივიდა. „დორტმუნდის“ მეკარე, რომან ბიურკი ადგილიდან არ გაინძრა და ფეხბურთელს თავის უკანასკნელ მატჩში გოლის გატანის საშუალება მისცა.