» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ქეცბაია: "მნიშვნელობა არ აქვს, პირველ ნომრად ვითამაშებთ თუ მეორე ნომრად - მატჩი უნდა მოვიგოთ"



საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ირლანდიასთან მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. თემურ ქეცბაია: "დადგა ნანატრი დრო. იწყება ახალი შესარჩევი ციკლი. 2 კვირა აქტიურად და ნაყოფიერად ვემზადებოდით. იმედი მაქვს, ყველა ჩემი ფეხბურთელი ხვალ მინდორზე გავა და ყველაფერს გააკეთებს თამაშის მოსაგებად. რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება. ნაკრების დონეზე თამაში ადვილი არასდროს არის. მარცხენა ფლანგზე პრობლემები იყო... ფაქტობრივად, 3-ვე ფეხბურთელი უთამაშებელია... არ მინდა აქ ვისაუბრო ჩემს პრობლემებზე და სხვას გავაგებინო. ყველაფერს ხვალ გაიგებთ, როცა მოედანზე გავალთ სათამაშოდ. ახალი ციკლი დაიწყო. შემოგვთავაზებს თუ არა საქართველოს ნაკრები განსხვავებულ თამაშს? როგორი სიტუაციაა გუნდში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ გოლს გავიტანთ, ან გავუშვებთ. მე კმაყოფილი დავრჩები, 10-ვე თამაში რომ ფრედ დავასრულო და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდე. ჩავთვლი, რომ შედეგი მიღწეულია. ეს ის თამაში არ არის, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგო. ეს ის თამაშია, რომელიც არ უნდა წააგო! ხვალ რომ წავაგოთ, მეტოქეს ორმაგ უპირატესობას მივცემთ. ფსიქოლოგიური განწყობა ძალიან კარგია, ყველა კარგად მოემზადა. ნაყოფიერი ორი შეკრება გავიარეთ. ბიჭებს ერთი სული აქვთ, როდის გავლენ მინდორზე. 2008 წელს საქართველო - ირლანდიის მატჩი თბილისში არ ჩატარდა, ცნობილი მოვლენების გამო... ეს დამატებითი მოტივაცია იქნება თქვენთვის? არა. ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაც იყო, წარსულში დარჩა. მაშინ 2008 წელი იყო, ახლა 2014-ია. შეი გივენი ერთ დროს თქვენი თანაგუნდელი იყო. გსურთ თუ არა, რომ სწორედ ის იდგეს ხვალ ირლანდიის ნაკრების კარში? მოხარული ვარ, რომ, როგორც იქნა, გივენი თბილისში ჩამოვიდა. ის ჩემი დიდი მეგობარია. თუმცა ითამაშებს თუ არა ხვალ, ამას მარტინ ონილი გადაწყვეტს და არა მე. ყველა ვარიანტში, ჩვენ გოლი უნდა გავიტანოთ და არ აქვს მნიშვნელობა, კარში ვინ იდგება. ძირითადად საქართველოს ნაკრები მეორე ნომრად თამაშობს. იქნება თუ არა ამ მხრივ ცვლილებები ხვალ? როცა ხედავ, რომ მეტოქე ძლიერია, ძნელია, პირველ ნომრად თამაშზე ფიქრი. მთავარია შედეგის მისაღწევად ითამაშო. სწორი დასკვნები გამოიტანო, გააანალიზო მეტოქის თამაში. რომ გითხრათ, ხვალ პირველივე წუთიდან შეტევაში წავალთ, მოგატყუებთ. არ აქვს მნიშვნელობა, პირველ ნომრად ვითამაშებ, თუ მეორე ნომრად- მატჩი უნდა მოვიგოთ. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ძალიან რთულია ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან ინიციატივის აღება. მხოლოდ ნაკრებზეც არაა საუბარი. ხომ ნახეთ ქართული კლუბების გამოსვლა ევროთასებზე?! ვინც მეორე ნომრად ითამაშა მცირე წარმატებას მაინც მიაღწია, ვინც პირველ ნომრად თამაშს ცდილობდა კი - განადგურდა. თქვენ წლების განმავლობაში თამაშობდით ბრიტანეთში და კარგად იცნობთ იქაურ ფეხბურთელებს. ეს იქნება თუ არა დამატებითი დადებითი ფაქტორი საქართველოს ნაკრებისთვის? იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფეხბურტელები ძირითად პრემიერ ლგიაში და ჩემპიონშიპში თამაშობენ, ჩვენ ვიცნობთ მათ და ვიცით მათი შესაძლებობები. ვიცით რომ ფიზიკრუად მაღალ დონზე არაინ მომზადებულები და ვიცით, რომ ხვალ განსაკუთრებით რთული ფიზიკური ორთაბრძოლები გველის. ვინც ამ ფიზკურ ორთაბრძოლას მოიგებს, იმას უფრო დიდი შანსი ექნება თამშის მოგების. უნდა ვიბრძხოლოთ, სხვა გზა არაა!!! ინგლისსა და შოტლანდიაში ჩემი კარიერის ბრწყინვალე წლები გავატარე. იქ ფეხბურთით ცხოვრობს ხალხი. მინდორზე გადიხარ და ფეხბურთით სიამოვნებას იღებ. იმედი მაქვს, ხვალ თუ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი გოლს გაიტანს, ისევე გიჟურად აღნიშნავს ამას, როგორც ერთ დროს მე გავაკეთე "ნიუკასლში". რამდენად კმაყოფილი ხართ 21-წლამდე ნაკრების თამაშით ჰოლანდიაში? კარგია, ეს შეკითხვა რომ დამისვით. პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ჰოლანდიასთან სახლში 0:6 დავმარცხდით. 1 კვირის განმავლობაში ეს ბიჭები ჩემთან იყვნენ. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე თავიანთი მოქცევით, ვარჯიშით და თამაშით. ორმაგად სასიხარულოა, რომ მათ ქვეჯგუფის ფავორიტი გუნდი დაამარცხეს 1:0. ეს სასიკეთოდ წაადგება ქართულ ფეხბურთს. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ვინც თავს გამოიჩენს, ყველა მოხვდება ნაკრებში for სანდრო კობახიძე: "ყველამ ვიცით, რომ ირლანდიის ნაკრები კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც, რასაც მათ დავუპირისპირებთ ხვალ. ნამდვილად გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს გუნდი დავამარცხოთ და 3 ქულა ავიღოთ". პრესკონფერენციის მიწურულს თემურ ქეცბაიამ ნაკრების ახალ ფორმაზეც გააკეთა კომენტარი: "ჩემი აზრით, "ადიდასი" ფეხბურთისთვის N1 ფორმაა. არ ვიცი, რა ვთქვა, მშვენიერი ფორმაა. წითელი და თეთრი. ოდნავ შევცვალეთ. რაღაცა ხომ უნდა შეგვეცვალა? ხოდა დავიწყეთ ფორმიდან. იმედია ცვლილებებს გავაგრძელებთ და იმას მივაღწევთ, რისთვისაც ვიბრძვით. ისღა დაგვრჩენია, ხვალ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და მოვიგოთ" ირლანდიის ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა: იხილეთ ფოტომასალა ასევე იხილეთ: მარტინ ო’ნილი: “ქეცბაია ფიქრობს, რომ დაგვამარცხებს? დაე, იფიქროს ასე!”

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გვარდიოლა: "დავბრუნდებით უფრო ძლიერები, ჭკვიანები და მსუქნები"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის გულშემატკივრებს მიმართა:

დღეს, 23:37

"სეზონის განახლება უნდა ყველას, ლივერპულის ჰეითერების გარდა", - ლინეკერი

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა მორიგი საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 23:27

"ფერგიუსონს 12-ქულიანი უპირატესობაც არ აკმაყოფილებდა", - ვან პერსი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ, სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 23:15

სიმეონემ პრემიერ ლიგაში სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

არ არის გამორიცხული, "ატლეტიკომ" ზაფხულში "ჩელსის" ფეხბურთელი იყიდოს.

დღეს, 22:21

მიულერის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"ბაიერნის" თავდამსხმელის, ტომას მიულერის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია.

დღეს, 21:57

ნოიერმა ბაიერნს მოთხოვნა წაუყენა, შეთანხმება ვერ ხერხდება

"ბაიერნი" და გოლკიპერი, მანუელ ნოიერი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.

დღეს, 21:48

იუვენტუსის შეთავაზება: 55 მლნ ფუნტი და ორი ფეხბურთელი პოგბას სანაცვლოდ

"იუვენტუსი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

დღეს, 21:40

ჰაკიმის პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 21:26

მანჩესტერი პოგბას პოტენციურ შემცვლელში კოლოსალურ თანხას იხდის

დიდი ალბათობით, პოლ პოგბა ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს დატოვებს.

დღეს, 20:41

მოლაპარაკებები დაწყებულია: ლევან კორღალიძე კვლავ ეროვნული ლიგის გუნდს გაწვრთნის?

გუშინ, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან კორღალიძემ ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 20:32

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10