ბეილი: "აზარს ისე აკრიტიკებდნენ, თითქოს ვიღაც მოკლა"
„ტოტენჰემში“ მადრიდის „რეალიდან“ იჯარით მოთამაშე გარეტ ბეილმა, ედენ აზარის კრიტიკაზე ისაუბრა.
„ჩელსი“ – „რეალის“ საპასუხო მატჩის შემდეგ, როცა მადრიდული კლუბი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, აზარი ტელეკამერებმა შენიშნეს, რომ ის თავისი ყოფილი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ერთობოდა და კარგ განწყობაზე იყო, რამაც, ბუნებრივია, „რეალის“ გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.
„პრესას აღიზიანებდა ის, რომ მე არ ვიქცეოდი ისე, როგორც მათი აზრით უნდა ვიქცეოდე. მაგრამ, ვიღაცის გამო შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ. არ მივცემ პრესას უფლებას, შეცვალოს ჩემი ცხოვრება და ჩემი ქცევა.
საკმარისად კარგად ვსაუბრობ ესპანურად, რომ საკუთარი თავი დავიცვა. ყველა ხვდება, თუ რა ხდება ჩემს გარშემო. პრესას არ მოსწონდა, რომ მათთან არ ვსაუბრობდი და ამისგან დიდი დრამა შექმნეს.
ვნახე, როგორ მოექცნენ ისინი აზარს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან ვიღაც მოკლა. ბოლოს და ბოლოს, ეს უბრალოდ ფეხბურთის მატჩია.“ - ციტირებს ბეილის სიტყვებს The Times.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალის" დამმარცხებელი „ჩელსი" „მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, 29 მაისს შედგება.
VIDEO: უცნაური კადრები - ედენ აზარს რეალის გავარდნის შემდეგ დამწუხრებულის არაფერი ეტყობოდა