ავტორიზაცია

"იტალიური ფეხბურთის მორიგი სკანდალია", - კასანომ იტალიელი მწვრთნელი გააკრიტიკა

"იტალიური ფეხბურთის მორიგი სკანდალია", - კასანომ იტალიელი მწვრთნელი გააკრიტიკა
თარიღი 23 მაი 2021, 17:15

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ანტონიო კასანომ, რობერტო დე ძერბის დონეცკის „შახტარში“ სავარაუდო დანიშვნა შეაფასა.

„ეს იტალიური ფეხბურთის მორიგი სკანდალია. იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი „შახტარში“ გადადის. უკრაინული გუნდის ყველანაირი პატივისცემის მიუხედავად, იტალიაში არის ოთხი თუ ხუთი გუნდი, რომელთანაც დე ძერბის კონტრაქტის გაფორმება შეეძლო.

საუბარი რომ „რეალზე“ ან „ბარსელონაზე“ იყოს, მე მას იქ პირადად ჩავიყვანდი. „შახტარი“ კი...“, - ციტირებს კასანოს სიტყვებს Tuttomercatoweb.

გავრცელებული ინფორმაციით, დე ძერბიმ „შახტართან“ ორწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და მისი წლიური ხელფასი 2 მილიონი ევრო იქნება.

რობერტო დე ძერბი ამჟამად „სასუოლოს" მთავარი მწვრთნელია და სახელიც სწორედ ამ კლუბში გაითქვა, რომელშიც 2018 წლიდან მუშაობს.