ავტორიზაცია

შოუ ჯუზეპე მეაცაზე — ჩემპიონმა ინტერმა სეზონი უდინეზეს განადგურებით დაასრულა [VIDEO]

შოუ ჯუზეპე მეაცაზე — ჩემპიონმა ინტერმა სეზონი უდინეზეს განადგურებით დაასრულა [VIDEO]
თარიღი 23 May 2021, 19:15

იტალიის ჩემპიონატის 38-ე ტურის ეგიდით, მილანის "ინტერმა" შინაურ კედლებში "უდინეზეს" უმასპინძლა.

სერია ა-ს 2020/21 წლების სეზონის გათამაშება გაჩემპიონებულმა "ნერაძურიმ" გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო - 5:1.

ანგარიში მე-8 წუთზე ეშლი იანგმა გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი კრისტიან ერიქსენმა უპირატესობა გაზარდა.

"ინტერმა" მესამე ბურთი მეორე ნახევრის სტარტზევე გაიტანა - 55-ე წუთზე, ლაუტარო მარტინესმა აიღო მეტოქეთა კარი. რამდენიმე წუთში თავისი გოლი ივან პერიშიჩმაც შეაგდო. 

თავი გამოიჩინა რომელუ ლუკაკუმაც, რომელმაც 71-ე წუთზე მოახერხა "უდინეზეს" კარის ბადის შერხევა. 79-ე წუთზე, რობერტო პერეირამ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ასე და ამგვარად, ანტონიო კონტეს შეგირდებმა სატურნირო ცხრილში 91 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, "უდინეზე" კი 40 ქულით მე-14 პოზიციაზე გავიდა.

ვიდეომიმოხილვა