ავტორიზაცია

მომავალი სეზონისთვის ლიონის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?

მომავალი სეზონისთვის ლიონის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
თარიღი 23 მაი 2021, 19:24

"ლიონის" ახალი მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე გახდება.

ამჟამად ფრანგი სპეციალისტი "ლილში" მუშაობს, რომელიც ლიგა 1-ს ბოლო ტურში შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონი გახდეს.

OlinLOVE-ს ინფორმაციით, "ლიონი" მომდევნო კვირაში რუდი გარსიას წასვლას და კრისტოფ გალტიეს დანიშვნას დაადასტურებს.

37 ტურის შემდეგ, "ლიონი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, "ლილი"კი პირველ პოზიციას იკავებს.