ნიცა ბარსელონას მცველის კონტრაქტს შეისყიდის
"ნიცა" "ბარსელონას" მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს კონტრაქტს შეისყიდის, იტყობინება ჟურნალისტი, რომენ კოლე-გოდინი.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბი ფეხბურთელში 8 მილიონ ევროს გადაიხდის.
ტოდიბო 2021 წლის ზამთრიდან "ნიცაში" იჯარის წესით ასპარეზობს.
21 წლის ფრანგმა "არწივების" მაისურით 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.