ვესტ ჰემი მოიესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
"ვესტ ჰემი" მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება The Telegraph.
გავრცელებული ინფორმაციით, "ჩაქუჩები" 58 წლის შოტლანდიელ სპეციალისტს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
მოიესმა "ვესტ ჰემი" 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა. პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ლონდონური გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს და ევროპა ლიგის ზონაშია.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მოიესს 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.