ავტორიზაცია

ვესტ ჰემი მოიესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

ვესტ ჰემი მოიესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
თარიღი 23 მაი 2021, 19:36

"ვესტ ჰემი" მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება The Telegraph.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჩაქუჩები" 58 წლის შოტლანდიელ სპეციალისტს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

მოიესმა "ვესტ ჰემი" 2019 წლის დეკემბერში ჩაიბარა. პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ლონდონური გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს და ევროპა ლიგის ზონაშია.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მოიესს 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.