ავტორიზაცია

შალკე და ლაციო არსენალის მცველით ინტერესდებიან

შალკე და ლაციო არსენალის მცველით ინტერესდებიან
თარიღი 23 მაი 2021, 19:39

"არსენალის" მცველმა, სეად კოლაშინაცმა კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, იტყობინება Football.Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ბოსნიელს სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონური კლუბის დატოვება უნდა.

არ არის გამორიცხული, ფეხბურთელი "შალკემ" შეისყიდოს, რომელმაც იგი 2021 წლის იანვარში ინათხოვრა. აგრეთვე, კოლაშინაცისთვის "ლაციოც" იბრძვის.

მიმდინარე სეზონში კოლაშინაცმა ბუნდესლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ლონდონური კლუბის საკუთრებაში მყოფი მცველი 8 მილიონი ევრო ღირს.