ავტორიზაცია

ბარსელონას კონკურენტი გამოუჩნდა — კატალონიურ გრანდში დეპაის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

ბარსელონას კონკურენტი გამოუჩნდა — კატალონიურ გრანდში დეპაის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა
თარიღი 23 მაი 2021, 19:45

"ლიონის" თავდამსხმელის, მემფის დეპაის "ბარსელონაში" ტრანსფერი შეიძლება ჩაიშალოს, იტყობინება Mundo Deportivo.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, 27 წლის ჰოლანდიელი კატალონიურ გრანდში არ გადავა, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი სეზონის დასრულების შემდეგ დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

როგორც აღინიშნება, დეპაის "იუვენტუსიც" ეპატიჟება, რომელიც ფინანსურად უფრო სარფიან წინადადებას სთავაზობს.

2020/21 წლების სეზონში მემფისმა "ლიონის" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

დეპაიმ აქამდე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

ოფიციალურად: მემფის დეპაიმ ლიონიდან წასვლა დაადასტურა