ავტორიზაცია

რეალი არსენალიდან სებალოსს დაიბრუნებს და მის გაყიდვას ეცდება

რეალი არსენალიდან სებალოსს დაიბრუნებს და მის გაყიდვას ეცდება
თარიღი 23 მაი 2021, 20:08

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "რეალის" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველი, დანი სებალოსი "არსენალს" დატოვებს, სადაც იჯარით ირიცხება და მადრიდში დაბრუნდება, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"მეთოფეები" 24 წლის ესპანელის კონტრაქტს არ შეისყიდიან, რაც მათ რამდენიმე კვირის წინ გადაწყვიტეს.

აგრეთვე, როგორც აღინიშნება, მადრიდულ კლუბში სებალოსთან განშორებას მაინც გეგმავენ. "სამეფო კლუბი" წინადადებებს ელოდება.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად სებალოსმა "არსენალის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.