[VIDEO] კაშიამ აჭარლებს კვლავ გაუტანა - ლოკომოტივმა ბათუმის დინამო დაამარცხა!
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში თბილისის ლოკომოტივი ბათუმის დინამოს შეხვდა და 2-1 დაამარცხა.
გია გეგუჩაძის გუნდმა ანგარიში დასაწყისშივე, მე-3 წუთზე გახსნა. პენალტი ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა.
ლოკომოტივმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა. გოლი გურამ კაშიამ 35-ე წუთზე გაიტანა. სხვათაშორის, პირველი წრის მატჩშიც მამუჩაშვილმა და გურამ კაშიამ შეძლეს გატანა, ის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 62-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ბექა დარცმელიას გოლით დააფიქსირა.
ამ მოგების შემდეგ ლოკომოტივმა 24 ქულა აიღო და მე-3 პოზიციაზეა, ხოლო ბათუმის დინამო 31 ქულით პირველ ადგილზეა.
ტრანსფერი შეთანხმებულია - ქეცბაიამ ანორთოსისში ოქრიაშვილის შემცვლელიც მიიყვანა