ავტორიზაცია

პრემიერ ლიგა დასრულდა — ჩელსი და ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ, ლესტერი ოთხეულს მიღმა დარჩა [VIDEO]

პრემიერ ლიგა დასრულდა — ჩელსი და ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ, ლესტერი ოთხეულს მიღმა დარჩა [VIDEO]
თარიღი 23 მაი 2021, 20:56

დღეს, ინგლისის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართა.

მთავარი ინტრიგა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა იყო. ოთხეულისთვის სამი კლუბი იბრძოდა: "ლივერპული", "ჩელსი" და "ლესტერი".

მერსისაიდელებმა "ენფილდზე" "კრისტალ პალასს" მოუგეს, "არისტოკრატები" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდნენ, "ლესტერმა" კი შინ "ტოტენჰემთან" წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ "მელიები" ოთხეულს მიღმა დარჩნენ.

ასე და ამგვარად, მომდევნო სეზონში ინგლისიდან ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "ჩელსი" იასპარეზებენ.

სეზონი გამარჯვებით დაასრულეს "არსენალმა", "სიტიმ" და "მანჩესტერმა".

 

"ლივერპული" 2-0 "კრისტალ პალასი"

 

 

"ასტონ ვილა" 2-1 "ჩელსი"

 

 

"ლესტერი" 2-4 "ტოტენჰემი"

 

 

"არსენალი" 2-0 "ბრაიტონი"

 

 

"მანჩესტერ სიტი" 5-0 "ევერტონი"

 

 

"ვულვერჰემპტონი" 1-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"