აგუერომ პრემიერ ლიგაში რუნის ისტორიული რეკორდი დაამხო
ინგლისის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების დასკვნით ტურში გაჩემპიონებულმა "მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა - 5:0.
"სიტის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ დუბლის გაფორმება მოახერხა და პრემიერ ლიგაში ერთი გუნდის მაისურით თავისი 184-ე გოლი შეაგდო.
ასე და ამგვარად, ამ მაჩვენებლით 32 წლის არგენტინელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, უეინ რუნის რეკორდი დაამხო, რომელსაც "ეშმაკუნების" მაისურით პრემიერ ლიგაში 183 გოლი აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, აგუეროს ზაფხულში "სიტისთან" კონტრაქტის ვადა ეწურება და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
დასრულებული პრემიერ ლიგის შეჯამება - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ