დილამ ლიდერი დინამო თბილისი შინ დაამარცხა [VIDEO]
ეროვნული ლიგის ცენტრალური მატჩი გორში, "დილასა" და "დინამო თბილისს" შორის შედგა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და 2 გოლიც გაიტანეს.
ანგარიში 70-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა გახსნა, საბოლოო ანგარიში კი ბიძინაშვილმა დააფიქსირა - 2:0.
მიუხედავად მარცხისა, ცხრილში სიტუაცია არ შეცვლილა და ლიდერები კვლავ დინამოები არიან.