ავტორიზაცია

ალეგრიმ შესაძლოა ნაპოლი გაწვრთნას

ალეგრიმ შესაძლოა ნაპოლი გაწვრთნას
თარიღი 23 მაი 2021, 23:22

"ნაპოლი" "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის მიწვევითაა დაინტერესებული, წერს RAI Sport.

იტალიელი სპეციალისტის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში ნეაპოლელთა ხელმძღვანელობის წევრებთან შეხვედრას გამართავენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ალეგრიმ "ტოტენჰემის" ჩაბარება იუარა და იმას ელოდება, თუ როგორ გგანვითარდება მოვლენები "რეალში".

ცნობისთვის, სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ჯენარო გატუზო დატოვებს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება.