ავტორიზაცია

დიდი დრამა იტალიაში - იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე უმოტივაციო ვერონამ გაიყვანა [VIDEO]

დიდი დრამა იტალიაში - იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე უმოტივაციო ვერონამ გაიყვანა [VIDEO]
თარიღი 24 მაი 2021, 00:43

სერია ა-ს ბოლო ტურში მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდა.

38-ე ტურის წინ, ყველაზე დიდ ინტრიგას ჩემპიონთა ლიგის საგზური იწვევდა - 2 ვაკანტურ ადგილზე პრეტენზიას სამი გუნდი აცხადებდა - მილანი, ნაპოლი და იუვენტუსი. ყველაფერი პირველი ორის ხელში იყო - საკუთარი მატჩების მოგების შემთხვევაში, კრიშტიანუ რონალდუ და კამპანია ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩებოდნენ.

მილანს ძალიან რთული მეტოქე ჰყავდა - მეორეადგილოსანი ატალანტა, რომელსაც მართალია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა განაღდებული ჰქონდა, თუმცა საკუთარ მოედანზე არასდროს, არავის, არაფერს უთმობს. 

მიუხედავად ამისა, მილანმა კესიეს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გამარჯვება 1:0 მოიპოვა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა.

იუვენტუსმა თავისი საქმე იდეალურად შეასრულა - სტუმრად ბოლონია 4:1 გაანადგურა და ერთადერთი, რისი იმედიც ჰქონდა - ნაპოლის მიერ ფეხის დაცდენაა.

ჯენარო გატუზოს გუნდი შინ უმოტივაციო ვერონას მასპინძლობდა, რომელიც ევროთასებისთვის აღარ იბრძვის, თუმცა სერია ა-ში ადგილიც დიდი ხანია შენარჩუნებული აქვს.

მიუხედავად ამისა, ნეაპოლიტანელებმა ვერონას დამარცხება ვერ შეძლეს, თავისზე წინ იუვენტუსი გაუშვეს და თავად ევროპა ლიგაზე მოუწევთ ასპარეზობის გაგრძელება.

ატალანტა 0-1 მილანი (კესიე 43' პენალტი, 90+2' პენალტი)

ნაპოლი 1-1 ვერონა (რაჰმანი 60’ - ფარაონი 69’)

 

ბოლონია 1-4 იუვენტუსი (ორსოლინი 86’ - კიეზა 6’ მორატა 29’ 47’ რაბიო 45’)