ავტორიზაცია

სენსაცია შედგა - საფრანგეთს ახალი ჩემპიონი ჰყავს!

სენსაცია შედგა - საფრანგეთს ახალი ჩემპიონი ჰყავს!
თარიღი 24 მაი 2021, 01:15

ფრანგულ ლიგა 1-ში სენსაცია შედგა!

ბოლო, 38-ე ტურის წინ, ჩემპიონობისთვის ორი გუნდი იბრძოდა - ლილი და პსჟ. პარიზელთათვის სამწუხაროდ, ყველაფერი გალტიეს გუნდის ხელში იყო, რომელსაც გასაჩემპიონებლად ანჟერთან გამარჯვება სჭირდებოდა.

პსჟ-მ სტუმრად ბრესტი 2:0 დაამარცხა, თუმცა ეს გაჩემპიონებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ლილმა ანჟერს 2:1 სძლია და 2011 წლის შემდეგ პირველად, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება პსჟ-ს, გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონობის სამწლიანი სერია შეწყვიტა - აქამდე, გუნდი ჩემპიონი 2018, 2019 და 2020 წლებში ხდებოდა. 2017 წელს, პარიზელებმა საჩემპიონო ტიტული მონაკოს დაუთმეს.

ანჟერი 1-2 ლილი
 

ბრესტი 0-2 პსჟ