ავტორიზაცია

უკანასკნელად როდის ვერ მოახერხა პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის ჩემპიონობის მოპოვება?

უკანასკნელად როდის ვერ მოახერხა პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის ჩემპიონობის მოპოვება?
თარიღი 24 მაი 2021, 01:22

ლილმა საფრანგეთის ჩემპიონატში პარი სენ-ჟერმენის ჰეგემონია დაამხო!

გალტიეს გუნდმა ბოლო ტურის მატჩში სტუმრად „ანჟერს“ 2:1 მოუგო და ისტორიაში მეოთხედ, ხოლო 2011 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვება.

რაც შეეხება „პსჟ-ს“, რომელმაც პარალელურ შეხვედრაში სტუმრად „ბრესტს“ 2:0 მოუგო და ჩემპიონს ერთი ქულით ჩამორჩა, პოჩეტინოს გუნდმა ჩემპიონობა 2017 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიპოვა და ზედიზედ სამ გამარჯვებაზე დაუცდა ფეხი.

2017 წელს, პარიზელები ტიტულის გარეშე „მონაკომ“ დატოვა, რომელშიც იმდროისთვის ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობი კილიან მბაპე ასპარეზობდა.

მას შემდეგ, „პსჟ-მ“ ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ მოიგო (2018, 2019, 2020). საინტერესოა, რომ შარშან, ლიგა 1 კორონავირუსის გამო ნაადრევად შეწყდა და „პსჟ-ს“ ოქროს მედლები 27 ტურის შედეგად გადაეცა.

სენსაცია შედგა - საფრანგეთს ახალი ჩემპიონი ჰყავს!