ავტორიზაცია

ოფიციალურად: გატუზომ ნაპოლი დატოვა

ოფიციალურად: გატუზომ ნაპოლი დატოვა
თარიღი 24 მაი 2021, 01:38

„ნაპოლიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, თანამდებობას ტოვებს.

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი ეწურება და მხარეები გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ.

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, გატუზოზე საუბრისას მისი წასვლა დაადასტურა და დასძინა, რომ მოხარულია მასთან ერთად გატარებული ორი წლით.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, თავად გატუზოს კი „ფიორენტინას“ უკავშირებენ.

43 წლის გატუზომ „ნაპოლი“ 2019 წელს, „მილანიდან“ წასვლის შემდეგ ჩაიბარა და გუნდთან ერთად იტალიის თასის მოგება მოახერხა.
 

რონალდუს ნანატრი ბომბარდირობა - ყველაფერი, რაც სერია ა-ს დასრულებულ სეზონზე უნდა იცოდეთ