რონალდუმ სერია ა-ს სეზონი ისტორიული რეკორდით დაასრულა
როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 2020/2021 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც 29 ბურთი გაიტანა.
პორტუგალიელი თავდამსხმელი გახდა პირველი მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც საუკეთესო გოლეადორის სტატუსი მოიპოვა ლა ლიგაში, პრემიერ ლიგასა და კალჩოში.
შეგახსენებთ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერმა სამი პიჩიჩი მოიპოვა მადრიდის "რეალში" თამაშის დროს, ეპლ-ში კი ის საუკეთესო "მანჩესტერ იუნაიტედში" ხდებოდა.
2011, 2014 და 2015 წლებში ლეგენდარული შვიდიანი საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა პრიმერა დივიზიონში, 2008 წელს კი ინგლისში.
აქვე დავამატებთ, რომ პირენეელი ფორვარდი არის "სამეფო კლუბის" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი, 450 ბურთით, 438 შეხვედრაში.
რონალდუს ნანატრი ბომბარდირობა - ყველაფერი, რაც სერია ა-ს დასრულებულ სეზონზე უნდა იცოდეთ