ავტორიზაცია

ლინეკერი: "ამ ტრავმამ ლესტერის კუბოში ბოლო ლურსმანი ჩაარჭო"

ლინეკერი: "ამ ტრავმამ ლესტერის კუბოში ბოლო ლურსმანი ჩაარჭო"
თარიღი 24 მაი 2021, 16:58

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, „ლესტერის“ მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლაზე ისაუბრა.

ბოლო ტურში, ბრენდან როჯერსის გუნდი „ტოტენჰემთან“ 2:4 დამარცხდა და პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილს დასჯერდა, მაშინ როდესაც თითქმის მთელი სეზონის მანძილზე ოთხეულში შედიოდა.

„საბოლოოდ, ლესტერზე დიდი გავლენა ტრავმებმა იქონია. უესლი ფოფანას ტრავმამ კუბოში ბოლო ლურსმანი დააჭედა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დიდებული სეზონი გამოვიდა, გუნდმა საუცხოოდ ითამაშა.“ - წერს ლინეკერი ტვიტერში.

პრემიერ ლიგის გამარჯვებული „მან.სიტი“ გახდა 86 ქულით, მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ გავიდა, მესამეზე „ლივერპული“, მეოთხეზე კი „ჩელსი“. 

რაც შეეხება „ლესტერს", გუნდმა ამ სეზონში ისტორიაში პირველად ინგლისის თასის მოგება შეძლო.

დასრულებული პრემიერ ლიგის შეჯამება - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

პრემიერ ლიგა დასრულდა — ჩელსი და ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ, ლესტერი ოთხეულს მიღმა დარჩა