ინძაგი ლაციოს დატოვებასთან ახლოსაა - მის ნაცვლად რომაელები ორ ვარიანტს განიხილავენ
იტალიელ სპეციალისტს რომაული გუნდის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს.
Il Messaggero-ს ინფორმაციით, „ლაციოში“ სიმონე ინძაგის მომავალი ოთხშაბათს გადაწყდება. მწვრთნელს, პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოსთან უთანხმოება აქვს.
როგორც ირკვევა, ხელმძღვანელობამ მწვრთნელს სერია ა-ში მეექვსე ადგილის გამო უსაყვედურა. გავრცელებული ინფორმაციით, ლოტიტო ინძაგის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
როგორც ირკვევა, სიმონეს ნაცვლად პრეზიდენტი გატუზოს ან სარის ვარიანტს განიხილავს.
თავის მხრივ, „ლაციოს“ სპორტული დირექტორი, იგლა ტარე დარწმუნებულია, რომ ინძაგის თავის მომავალ დამსაქმებელთან წინასწარი შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს, ამიტომ მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს.